ნაპოლისთან ჩამორჩენა შეადგენს ერთ ქულას, ბერგამოს ატალანტასთან კი სამს. გადადებულ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, ჯუზეპე მეაცას ბინადრები "ლა დეას" გაუთანაბრდებიან.
Serie A
ინძაგის ინტერმა ფაბრეგასის კომო დაამარცხა

სერია ა-ს მე-17 ტურში მილანის ინტერმა მიიღო კომო, რომელიც ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მასპინძლების მხრიდან გოლები კარლოს აუგუსტომ და მარკუს ტურამმა გაიტანეს. "ნერაძური" 37 ქულით არის მე-3 პოზიციაზე, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედ ჩემპიონს 1 მატჩი თადარიგში აქვს. როგორც გვახსოვს, რამდენიმე ტურის წინ, "გველებისა" და ფლორენციის ფიორენტინას თამაში ჩაიშალა.










