LaGazzeetta.ge-ს ინფორმაციით, პრემიერ ლიგის კლუბების წარმომადგენლები დინამოელთა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებიან და სპეციალურად ამისთვის, ამ გუნდის წინა თამაშებს დაესწრნენ.
დინამო თბილისმა ეროვნული ლიგის 34-ე ტურში დინამო ბათუმთან ითამაშა. "დინამო არენაზე" კი მატჩს როგორც ინგლისელი, ისე ავსტრიელი სკაუტები ესწრებოდნენ, ისევე, როგორც თასის ფინალის მატჩს.
ჩვენივე ინფორმაციით, სკაუტების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მეკარე მიხეილ მაქაცარიას, მცველ საბა ხარებაშვილისა და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდას მიმართაა.
შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისმა წელს ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა და საქართველოს თასის ფინალში სპაერთან დამარცხდა.









