ოფიციალურად — ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მიხაილო მუდრიკს დოპინგის მოხმარებისთვის ბრალი წაუყენა!
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წესების თანახმად, უკრაინელი ფეხბურთელი შესაძლოა 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. შეგახსენებთ, მუდრიკის სისხლში აკრძალული ნივთიერება მელდონიუმი აღმოაჩნეს, რის შემდეგაც უკრაინელ ვინგერს ფეხბურთის თამაში აეკრძალა.
საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენელმა მუდრიკის ქეისთან დაკავშირებით Telegraph Sport-სთან ისაუბრა: "ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მიხაილო მუდრიკს ბრალი წაუყენეს ანტიდოპინგური წესების დარღვევაში, რაც ამტკიცებს აკრძალული ნივთიერების არსებობას და/ან გამოყენებას. რადგან ეს მიმდინარე საქმეა, ამ დროისთვის დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ."
მიხაილო მუდრიკმა ბოლოს 2024 წლის 28 ნოემბერს ითამაშა, რის შემდეგაც ფეხბურთელი დოპინგ სკანდალში გაეხვა.









