პოდკასტის პირველ ნაწილში საუბარი შედგა საქართველოს ნაკრების ზაფხულის ტესტის მატჩებზე, სადაც ჩვენი გუნდი ავსტრალიას, იაპონიასა და ფიჯის ნაკრებებს დაუპირისპირდა. სტუმართან ერთად განიხილეს და გაანალიზეს აღნიშნული მატჩები.
პოდკასტის მეორე ნაწილი დაეთმო შავ ლომსა და მოახლოებულ ჩელენჯ თასის თამაშებს. საუბარი იყო ასევე სუპერ თასის მატჩზეც, სადაც შავი ლომი ლუსიტანოსს დაუპირისპირდება. შემდეგ კი ჩელენჯ თასის მატჩები და მეტოქეები განიხილეს.
პოდკასტში ასევე მოისმენთ ისტორიას, თუ როგორ ჩაიშალა ლუკა მატკავას ტრანსფერი მონპელიეში და სხვა, ასევე ძალიან საინტერესო ისტორიებსა თუ განხილვებს.









