La Gazzetta Dello Sport Georgia საქართველოს ნაკრებთან ერთადაა და აქტიურად შემოგთავაზებთ ჩეხეთთან მატჩისწინა და მიმდინარე მოვლენებს.
ფრენა საკმაოდ კომფორტული და მშვიდი იყო. ნაკრები დაცარიელებულ ბრნოს აეროპორტიდან ავტობუსით ოლომოუცში გაემართა და ხვალიდნელი დღისთვის მზადებას შეუდგა.
როგორც ხდება ხოლმე, ფრენისას ფეხბურთელები სხავდასხვა თამაშით დაკავდნენ. მაგალითად, კიტეიშვილი, ლობჟანიძე და კვეკვესკირი ერთმანეთს ევროპელი ფეხბურთელების გამოცნობაში ეჯიბრებოდნენ. სხვადასხვა მინიშნებებით ერთმანეთს ამა თუ იმ მოთამაშეს უხსნიდნენ.

ზურიკო, კვარა, წიტაიშვილი და სხვა რამდენიმე ფეხბურთელი აქტიურად განიხილავდნენ უკრაინასთან მატჩის მომენტებს და მამარდას საოცრებებს აღნიშნავდნენ.
ნაკრებში კარგი განწყობა და დიდი მოტივაციაა, რადგან ფეხბურთელებმა იციან, რომ თუ ჩეხეთს მოუგებენ, ახალ ისტორიას დაწერენ და ერთა ლიგის ჯგუფიდან კიდევ ერთხელ გავლენ.
ჩეხეთში საკმაოდ ცივა, თან დღე საკმაოდ ხანმოკლეა. თვითმფრინავი აქაური დროით 17:00 საათზე დაჯდა და უკვე ღამე იყო, 2 გრადუსი ტემპერატურით.
ხვალ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს, ფეხბურთელები კი დასკვნით ვარჯიშს ჩაატარებენ და ჩეხეთთან კიდევ ერთხელ გამარჯვებას შეეცდებიან - მიზანი მხოლოდ ესაა.









