ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში მილანის ინტერმა მიუნხენის ბაიერნთან საკუთარ მოედანზე ითამაშა ფრე, 2:2. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ შეხვედრაში "ნერაძურიმ" "რეკორდმაისტერს" 2:1 მოუგო. ორი თამაშის ჯამში კი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "გველები" გადიან, ბავარიელები კი ტურნირს ემშვიდობებიან.
აქვე დავამატებთ, რომ ჯუზეპე მეაცას ბინადრების მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბარსელონა იქნება. პირველ მატჩში მასპინძლების ამპლუაში იქნებიან კატალონიელები, საპასუხო კი სიმონე ინძაგის შეგირდები.
ინტერი 2:2 ბაიერნი
გოლები: 0:1 ჰარი კეინი 52', 1:1 ლაუტარო მარტინესი 58', 2:1 ბენჟამინ პავარი 61', 2:2 ერიკ დაიერი 76'.









