მაყურებელმა იხილა მძიმე და ტაქტიკურად გადატვირთული დუელი, რომელშიც წითელი ბარათიც იქნა ნაჩვენები. მატჩის მე-60 წუთზე მოედნიდან ჯო სიმეონე იქნა გაძევებული.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე დაჰყო 70 წუთი, რის შემდეგაც ის ჯანლუკა გაეტანოთი იქნა შეცვლილი. ქართველი შემტევის ანგარიშზე ერთი დარტყმა და 14 ზუსტად შესრულებული პასი იყო.
რაც შეეხება გამარჯვებულს, "ნერაძურიმ" აღნიშნული ჯილდო მოიგო ზედიზედ მესამედ, თავის ისტორიაში კი რიგით მერვედ. "გველებზე" მეტი სუპერთასი იტალიაში აქვს მხოლოდ ტურინის იუვენტუსს - 9.









