ინტერი (7): მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე იყო და ფრეც მისაღები შედეგი იქნებოდა, გუნდი მოედანზე მოსაგებად გავიდა.
ზომერი (6): მთელი მატჩის განმავლობაში პრაქტიკულად უსაქმოდ იყო და პირველი დარტყმა მხოლოდ 70-ე წუთზე მიიღო.
პავარი (7): გატიმ ავტოგოლი გაიფორმა, თუმცა, აღნიშნულში დიდი წვლილი სწორედ პავარიმ შეიტანა: საჯარიმოში მან ნახევრად მაკრატელას დარტყმა სცადა, რასაც ავტოგოლი მოჰყვა.
აჩერბი (6,5): მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, როდესაც ვლაჰოვიჩმა მოედნის ცენტრამდე ამოიყვანა. სხვა მხრივ დაუნდობელი და უშეცდომო იყო მთელი მატჩის განმავლობაში.
ბასტონი (6,5): მაკენზი მაღალ სისწრაფეებზე ცდილობდა მასთან თამაშს, თუმცა, გაუმკლავდა - ის ბურთით თამაშშიც აქტიური იყო.
დარმიანი (5,5): აღნიშნულ მატჩში ინტერი ვინგერები მოწოდების სიმაღლეზე არ იყვნენ - დარმიანმა ბევრი შეცდომა დაუშვა.
ბარელა (6,5): პასების განაწილება, უბურთოდ მოძრაობა, ასისტი - ბარელამ უშუალო მეტოქე, რაბიო დაჩაგრა.
ჩალჰანოღლუ (7): მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდა მოედნის ცენტრს და ყველაფერი გამოსდიოდა.
მხითარიანი (7): მოთამაშე, რომელიც მოედანზე ყველგან იბრძოდა და ორჯერ იყო ახლოს გოლის გატანასთან.
დიმარკო (5): გოლის გატანის კარგი შანსები გაუშვა ხელიდან და არ იყო საკუთრი თავის საუკეთესო ვერსია.
ტურამი (6,5): მუდმივად ცდილობდა მეტოქისთვის ხიფათის შექმნას, თუმცა, ბრემერი კარგად იცავდა თავს. კარგი მომენტები შექმნა, მაგრამ რამდენიმე შეცდომაც დაუშვა.
ლაუტარო (5): უფრო მეტს კამათობდა მსაჯებთან, ვიდრე კარში ურტყამდა. სახიფათო მომენტები ვერ შექმნა და ტურამს ვერ დაეხმარა.
არნაუტოვიჩი (4): საოცარი მომენტი ჰქონდა, თუმცა, ვერ გაიტანა. მეკარე შეუდარებელი იყო, მაგრამ იმ მომენტში რთულია არნაუტოვიჩი არ გააკრიტიკო.
დუმფრისი (6): შეტევაში ბევრი არაფერი გაუკეთებია, თუმცა, იუვენტუსის შეტევებისგან თავს კარგად იცავდა.
კარლოს აუგუსტო (6,5): კარგად ავსებდა სივრცეებს მეტოქის შეტევების დროს და მოედანზე შემოსვლის მისია წარმატებით შეასრულა.
ინძაგი (7): კარგად კითხულობდა მატჩს და მისი გუნდი ყველა ასპექტში უკეთესი იყო. მოედანზე ინტერი უფრო ძლიერი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
იუვენტუსი (5): როდესაც ფრეზე თამაშობ, წაგების რისკი მაღალია. უცნაურია, მოსაგებად რატომ არ გამოვიდა გუნდი.
შჩესნი (7,5): ბარელასა და არნაუტოვიჩს საოცარი ბურთები აუღო და მის გარეშე გუნდი დიდი ანგარიშით წააგებდა.
გატი (6,5): იუვენტუსმა დიდი ანგარიშით რომ არ წააგო მეკარის და მცველების დამსახურებაა. გატიმ ავტოგოლი მიითვალა, თუმცა მთელი თამაში სივრცეებს ავსებდა, ბოლომდე იბრძოდა და გოლის გატანასთანაც იყო ახლოს.
ბრემერი (7): მთელი თამაში ტურამის წინააღმდეგ უშეცდომოდ თამაშობდა და შჩესნის შემდეგ გუნდში სწორედ ის იყო საუკეთესო.
დანილო (6,5): რთულად დაიწყო მატჩი, თუმცა შემდეგ ცენტრალურ მცველებს კარგად აზღვევდა და არაერთი მომენტი განმუხტა.
კამბიასო (5): შეცდომები, დაბალი ტემპი - კამბიასო საერთოდ ვერ ეხმარებოდა მაკკენის ნახევარდაცვაში.
მაკკენი (6,5): კონტრშეტევებზე სწორედ ის იყო საუკეთესო და თამაშს კარგად კითხულობდა. მეორე ტაიმში შედარებით ინერტული გახდა.
ლოკატელი (6): ყველაფერში მას ვერ დაადანაშაულებ, თუმცა ეს არ იყო მისი კარგი თამაში.
რაბიო (5): დღეს არ იყო ის რაბიო, როგორსაც ალეგრი ელოდებოდა - მთელი მატჩი არასწორად ირჩევდა პოზიციებს.
კოსტიჩი (5): მეტოქისთვის მარტივად გამოსაცნობი იყო მისი თამაში და არც ჩაწოდებები გამოსდიოდა.
ილდიზი (5): მოედანზე ინერტული იყო და ლოგიკურია, რომ კოსტიჩთან ერთად პირველი შეცვალეს.
ვლაჰოვიჩი (5): ხშირად არღვევდა თამაშის წესებს, მსაჯთან კამათობდა და ვერ ქმნიდა სახიფათო მომენტებს.
კიეზა (5,5): შესვენების შემდეგ კიეზა უფრო მეტად სასარგებლო უნდა ყოფილიყო მოედანზე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
ვეა (5,5): სისწრაფის ხარჯზე ცდილობდა მომენტების შექმნას, მაგრამ იშვიათად გამოსდიოდა.
ალეგრი (5): სწორი იყო 3-5-2 სქემით დაწყება, თუმცა, 4-მცველიან ტაქტიკაზე უფრო მალე უნდა გადასულიყო. თავდამსხმელები მთელი მატჩი მარტო იყვნენ.
Fabio Licari RCS © MEDIAGROUP









