ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის განმეორებით მატჩში ინტერ მილანი საკუთარ კედლებში ბოდო გლიმტთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ამ გუნდების პირველ შეხვედრაშიც მოგებულები გამოვიდნენ "ყვითლები" (3:1), დღეს კი მოკრძალებულმა ნორვეგიულმა კლუბმა თავისი საქმე ბოლომდე მიიყვანა.
ნურლანური გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია, სადაც მანჩესტერ სიტისა და სპორტინგ ლისაბონს შორის ერთ-ერთს დაუპირისპირდება. რაც შეეხებათ სხვა 1/8 ფინალისტებს, 16 საუკეთესო კლუბს შორის მოხვდნენ ატლეტიკო, ნიუკასლი და ლევერკუზენი.
ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის მატჩები
| ინტერი - ბოდო გლიმტი | 1:2 |
| ატლეტიკო - ბრიუგე | 4:1 |
| ნიუკასლი - ყარაბაღი | 3:2 |
| ლევერკუზენი - ოლიმპიაკოსი | 0:0 |









