რაც შეეხება უშუალოდ თამაშის მიმდინარეობას, "ნერაძური" წინ გავიდა ფრანჩესკო აჩერბისა და მარკუს ტურამის გოლებით, შემდეგ კი ფიკაიო ტომორიმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მატჩის ბოლოს დაძაბულობამ პიკს მიაღწია, იყო ხელჩართული კამათი ფეხბურთელებს შორის, რის შედეგადაც წითელი ბარათი მიიღეს ტეო ერნანდესმა, დენზელ დუმფრისმა და დავიდე კალაბრიამ.
ინტერი იგებს მე-20 სკუდეტოს, ერთი ჩემპიონობით ასწრებს მილანს და ფორმაზე მეორე ვარსკვლავს იხატავს.











