ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. მაყურებელი ინტერისა და ბარსელონას დაპირისპირების მოლოდინშია, სადაც პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.
გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს:
ინტერი (3-5-2): იან ზომერი, იან ბისეკი, ფრანჩესკო აჩერბი, ალესანდრო ბასტონი, დენზელ დუმფრისი, ნიკოლო ბარელა, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ჰენრიკ მხითარიანი, ფედერიკო დიმარკო, მარკუს ტურამი, ლაუტარო მარტინესი.
დანაკლისი: ბენჟამინ პავარი.
ბარსელონა (4-2-3-1): ვოიცეხ შესნი, ერიკ გარსია, პაუ კუბარსი, რონალდ არაუხო, ინიგო მარტინესი, ფრენკი დე იონგი, პედრი, ლამინ იამალი, დანი ოლმო, რაფინია, ფერან ტორესი.
დანაკლისი: ჟულ კუნდე, მარკ კასადო, მარკ ბერნალი, პაბლო ტორე.
შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა ფრედ, 3-3 დასრულდა. დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.









