სიმონე ინძაგის გუნდმა ხუთივე გოლი პირველივე ტაიმში გაიტანა — დუბლი ტურამმა გაიფორმა, ხოლო თითო გოლი კორეას, დე ვრაის და ვან ბისეკას ანგარიშზეა.
13 მატჩის შემდეგ, ინტერს 28 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში ნერაძური ფიორენტინას ესტუმრება, ხოლო ვერონა კალიარის დაუპირისპირდება.









