მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში ინტერ მილანი დამარცხდა ფლუმინენსესთან და ტურნირს გამოეთიშა. ბრაზილიური კლუბი წინ გავიდა შეხვედრის დებიუტშივე, როდესაც გერმან კანომ იან ზომერის კარი აიღო. "ნერაძურის" კარში მე-2 ბურთი კი გავიდა თამაშის ბოლოს, ჰერკულეს დო ნასიმენტოს დამსახურებით.
როგორც აღვნიშნეთ, ჯუზეპე მეაცას ბინადრები ემშვიდობებიან მსოფლიო საკლუბო მუნდიალს, ლარანჟეირასელები კი მეოთხედფინალში მანჩესტერ სიტისა და ალ-ჰილალს შორის მოგებულს შეხვდებიან.
ინტერი 0:2 ფლუმინენსე
გოლები: 0:1 კანო 3', 0:2 ჰერკულესი 93'.









