იტალიური მედია საკმაოდ არასასიამოვნო სიახლეს ავრცელებს — დღეს დილით, ქალაქ მილანში, ვარჯიშზე მიმავალი ხოსეპ მარტინესი ავტოავარიაში მოყვა, რა დროსაც სამწუხაროდ 81 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ესპანელი მეკარე ინტერის ვარჯიშზე მიდიოდა, რა დროსაც 81 წლის მამაკაცმა ელექტრო ეტლი ვეღარ დაიმორჩილა და გზაზე გადავიდა. სწორედ ამ დროს მოხდა შეჯახება, რამაც მოხუცი იმსხვერპლა. "ნერაძურის" მეკარე ამ ინციდენტის შემდეგ მაშინვე გაჩერდა და მამაკაცს პირველადი დახმარება გაუწია, თუმცა სამწუხაროდ მისი დახმარება ვეღარ მოახერხა.
ამ ინციდენტის შემდეგ, ინტერის მთავარი მწვრთნელის კრისტიან კივუს მატჩისწინა პრესკონფერენცია გაუქმნდა. გამოძიება უკვე დაწყებულია და უახლოეს დღეებში ამ ინციდენტთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმცია გახდება ცნობილი.









