იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურში, რომამ სტადიო ოლიმპიკოზე ინტერს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი დებიუტშივე გავიდა — მე-6 წუთზე ნიკოლო ბარელას პასით ანგე-იოან ბონიმ ისარგებლა და ნერაძურიმ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
რომა 0-1 ინტერი
გოლი: 0-1 ანგე-იოან ბონი (6')
აღნიშნული მატჩის შემდეგ, რომას და ინტერს თანაბარი, 15-15 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში მილანელები ნაპოლის უმასპინძლებენ, ხოლო ხოლო რომაელები სასუოლოს ესტუმრებიან.









