"ნერაძური" მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდა დომინირებას და ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მასპინძლების 18 დარტყმიდან ხუთი წავიდა კარში, მაშინ, როდესაც "ინდიელებმა" ერთხელაც ვერ მოახერხეს კარის აღება. "შავ-ლურჯებმა" სხვა კომპონენტებშიც დაჯაბნეს სტუმარი კლუბის მოთამაშეები.
განმეორებითი შეხვედრა გაიმართება 13 მარტს, ჩვენი დროით 23:55 საათზე. აქვე დავამატებთ, რომ ჯუზეპე მეაცას ბინადრებს ატლეტიკოსთვის აქამდე არასდროს მოუგიათ. ეს კლუბები ერთმანეთს აქამდე შეხვდნენ მხოლოდ ერთხელ, 2010 წლის უეფას სუპერთასზე და გამარჯვებულები მადრიდელები გამოვიდნენ.









