"ნერაძურის" მხრიდან გოლები გაიტანეს ლაუტარო მარტინესმა, დენზელ დუმფრისმა და მარკუს ტურამმა. "ლურჯების" მხრიდან კი ყოფილ გუნდს სებასტიან ესპოზიტომ გაუტანა. "გველები" აგროვებენ 47 ქულას და ნაპოლისთან ჩამორჩენას 3 ქულამდე ამცირებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედ ჩემპიონს 1 მატჩი თადარიგში აქვს.
Serie A
ინტერმა გოგლიჩიძის ემპოლი 3:1 დაამარცხა

სერია ა-ს 21-ე ტურში მილანის ინტერმა საკუთარ კედლებში მიიღო ემპოლი, რომელიც 3:1 დაამარცხა. სტუმრების მხრიდან სათადარიგოთა სკამზე დარჩა საბა გოგლიჩიძე, რომელიც მოედანზე 66-ე წუთზე შემოვიდა. რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში მაყურებელმა 4 ბურთი იხილა.








