სერია ა-ს მერვე ტურში მილანის ინტერი რომას ესტუმრა, რომელიც მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გაიტანა ლაუტარო მარტინესმა, რომელსაც სეზონის სტარტზე მშრალი სერიის შემდეგ, უკვე 4 გატანილი ბურთი დაუგროვდა. "ჯალოროსიმდე", მან უდინეზესა (2-ჯერ) და ბელგრადის ცრვენა ზვეზდას კარი აიღო.
რაც შეეხება "ნერაძურის", დღევანდელ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი აგროვებს 17 ქულას და მეორე ადგილს იბრუნებს. ლიდერ ნაპოლის 2 ქულით ჩამორჩება. აქვე დავამატებთ, რომ "გველების" შემდეგი მეტოქე ტურინის იუვენტუსი იქნება.











