ანგარიში "ბიანკონერის", ფეხბურთელმა, ლაზარ სამარჯიჩმა გახსნა, ცნობისთვის, წარსულში "ნერაძური" ძალიან ახლოს იყო მის გადმობირებასთან.
წონასწორობა აღადგინა ჰაკან ჩალჰანოღლუმ, ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, გამარჯვების მომტანი გოლი კი გაიტანა დავიდე ფრატეზიმ, 95-ე წუთზე.
"შავ-ლურჯები" აგროვებენ 82 ქულას და სკუდეტოს მოგებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ. სერია ა-ს ლიდერის უახლოესი მდევარი არის მილანი, რომელთანაც სხვაობა 14 ქულას შეადგენს.











