ინტერმა სერია A-ს მე-8 ტურში, ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჰენრიკ მხითარიანი დაკარგა. როგორც იტალიურ პრესაში იწერება, 36 წლის სომეხმა ნახევარმცველმა მარცხენა ფეხზე კუნთი დაიზიანა, რის გამოც პირველადი ინფორმაციით 4-6 კვირას იუქმებს.
ჰენრიკ მხითარიანი კრისტიან კივუსთვის შეუცვლელი ფეხბურთელია და მისი ამდენი ხნით გამოკლება, "ნერაძურის" ძალიან დააზარალებს.
ინტერი 15 ქულით, სერია A-ში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მილანელები 3 ტურის შემდეგ, 9 ქულით, მე-3 პოზიციას იკავებენ.









