"ჟორჟინიო ყველაზე მეტად მოუხდებოდა ლაციოს, რადგან იქ სარი მუშაობს. ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. ასევე განვიხილავთ იუვენტუსის ვარიანტსაც. ფრელოს ბევრი ნაცნობი ნაპოლიშიც ჰყავს. რაც შეეხება მილანურ კლუბებს, იქ თამაშზე უარს ვერავინ იტყვის. რომას ვარიანტი კი, ამ ეტაპზე, გამორიცხულია", - განაცხადა ბრაზილიელმა აგენტმა.
შეგახსენებთ, რომ "მეთოფეების" საყრდენი ნახევარმცველი იტალიაში თამაშობდა სამბონიფაცესეში, ვერონასა და ნაპოლიში. 2018 წლიდან დღემდე, ის უკვე ინგლისში ასპარეზობს. თავდაპირველად, ფრელო ლონდონის ჩელსიში გადავიდა, 2023 წლიდან კი მეზობელ "კანონირებში" ირიცხება. მის ანგარიშზე 591 მატჩში, 53 გოლია.











