სტამბოლური გუნდის თავდამსხმელი ნანობს "როხიბლანკოდან" წასვლას. მისი თქმით, ის უფრო მეტად უნდა დაფიქრებულიყო იმ მომენტში, როდესაც "ინდიელთა" დატოვების წინაშე აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფორვარდი დედაქალაქური კლუბიდან "შავ-წითლებში" გასულ ზაფხულს გადავიდა.
"სანამ ატლეტიკოს დავტოვებდი, დაფიქრება მმართებდა. დიახ, ახლა ამ ყველაფერზე საუბარს აღარ აქვს აზრი, უბრალოდ იმ მომენტში თავს ვგრძნობდი ცუდად და არასწორი გადაწყვეტილება მივიღე. ევრო 2024-ის მიმდინარეობისას ჩემს გარშემო გაურკვევლობა იყო. ფონსეკა მირეკავდა ყოველდღე, მე კი მინდოდა დაფასება მეგრძნო.
ახლა რომ ვუკვირდები, დაფასებას ვგრძნობდი მადრიდშიც და სიმეონეს სურდა, რომ დავრჩენილიყავი. როგორც ადამიანი, ის სულ სხვა კუთხით აღმოვაჩინე. დიეგო დამეხმარა მაშინ, როდესაც ძალიან ცუდად ვიყავი", - განაცხადა ესპანეთის ეროვნული გუნდის მე-7 ნომერმა.











