მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს აკრიტიკებენ ბევრი მიზეზის გამო და ასევე ბევრ კითხვას იწვევს ის ფაქტი, თუ რამდენად აინტერესებს ეს ტურნირი ამერიკულ აუდიტორიას. როგორც ჩანს, მუნდიალის მონაწილე კლუბებისა და მათი მოთამაშეების გასაცნობად ბევრი დრო არც ადგილობრივ ჟურნალისტებს დაუხარჯავთ.
მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ხოაკინ კორეას ინტერვიუ, რომელიც ცოტა ხნის წინ, მილანის ინტერიდან ბოტაფოგოში გადავიდა. არგენტინელი ფორვარდის გარშემო შეიქმნა უხერხული მომენტი, როდესაც მას ამერიკელი ჟურნალისტებისთვის მოუწია იმის ახსნა, რომ ანხელ კორეა მისი ძმა არ არის.
- რა გრძნობა გეუფლება, როდესაც აცნობიერებ, რომ მალე დაუპირისპირდები საკუთარ ძმას, ანხელს...
- ის ჩემი ჩემი ძმა არ არის.
- კი, მაგრამ მისი გვარი ხომ კორეა არის?
- დიახ, თუმცა ის ჩემი ძმა არ არის. უბრალოდ მოგვარეები ვართ. ის ჩემი მეგობარია, მაგრამ არა ძმა.









