მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ ლივერპულის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ, მერსისაიდელებს უკვე 6 წაგება დაუგროვდათ. ინგლისელმა ექს-ფორვარდმა "წითლების" მთავარ პრობლემას ხაზი გაუსვა.
"სლოტის ადგილზე რომ ვიყო, ამ რთულ ნაბიჯს გადავდგამდი და სალაჰს სათადარიგოთა სკამზე დავსვამდი. ის დაცვაში გუნდს პრაქტიკულად არ ეხმარება. რა შთაბეჭდილება შეექმნება ლივერპულის რომელიმე ახალწვეულს მოს შემხედვარე, რომელიც პრაქტიკულად არ დარბის.
არნეს აქვს დიდი სამუშაო და ყველაფერი სწორედ ეგვიპტელი თავდამსხმელით უნდა დაიწყოს. არის საუბრები კლოპის დაბრუნებაზე და ეს სიტუაცია მაგონებს იმ ყველაფერს, რაც ხდებოდა მანჩესტერში, როცა ფერგის დაბრუნებას ითხოვდნენ. რეალობა არის ის, რომ ნიდერლანდელი თავკაცი იურგენის დონის არ არის."









