ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, სადაც არსენალი პსჟ-ს დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა, კომენტარი ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გააკეთა.
"პირველ რიგში, ვულოცავ პსჟ-ს ფინალში გასვლას. ვფიქრობ, ორივე მატჩში პსჟ-ს მხრიდან საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე იყო და ამან შედეგზე დიდი გავლენა იქონია.
ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. იმაზე კარგად, ვიდრე ამას შედეგი მეტყველებს. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ და ეს მათ ფასახდელშიც ვუთხარი.
ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. მათ საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ. გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ ვამაყობთ ასეთი თამაშით"









