ჩემპიონთა ლიგის ფაზის შეხვედრა პსჟ-სა და ტოტენჰემს შორის, საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა.
ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა და 7.4 შეფასება მიიღო.
ამასთან ერთად, პსჟ-მ ისტორიული რეკორდი დაამყარა და გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც ერთ კალენდარულ წელში ჩემპიონთა ლიგაზე 13 მატჩი მოიგო.
აქამდე, ეს რეკორდი მიუნხენის ბაიერნს (2001) და მადრიდის რეალს (2014) ეკუთვნოდათ, რომელმაც ერთ წელში 12 მატჩი მოიგეს.









