მიუხედავად იმისა, რომ ემპოლი კოპა იტალიას ნახევარფინალში ბოლონიასთან დამარცხდა, აღნიშნულმა გუნდმა ისტორიულ შედეგს მაინც მიაღწია. ტოსკანური კლუბის 105-წლიანი ისტორიის განმავლობაში, იტალიის თასის 1/2 ფინალში გასვლა პირველად სწორედ მიმდინარე სეზონში დაფიქსირდა.
"აძურის" საუკეთესო შედეგი აქამდე იყო მერვედფინალში გასვლა, 1986, 1988 და 2007 წლებში. იტალიური გუნდის წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი არის საბა გოგლიჩიძეც, რომელიც კასტელანიზე მიმდინარე სეზონში გამოჩნდა. ახალგაზრდა უკანახაზელმა იტალიის თასზე 3 შეხვედრა ჩაატარა.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა მონაწილეობა მიიღო ემპოლისთვის ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩშიც, რომელშიც მისმა გუნდმა პენალტების სერიაში ტურინის იუვენტუსს მოუგო. რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატში დაფიქსირებულ შედეგებს, ტოსკანელთა უკანახაზელმა 29 შეხვედრა ჩაატარა.









