ბაიერნ მიუნხენმა პარის სენ-ჟერმენს გაუტანა ოთხი გოლი, თუმცა ხუთი გაუშვა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მარცხის მიუხედავად, რთულია "რეკორდმაისტერის" ფორვარდთა წაგებაში დადანაშაულება, რადგან ჰარი კეინის, ლუის დიასისა და მაიკლ ოლისეს ტრიომ მიმდინარე სეზონში უკვე 100 ბურთის შეგდება მოასწრო.
შემტევების ყველაზე შედეგიანი სამეული ჰყავთ სწორედ ალიანც არენას ბინადრებს, რომლებიც უახლოეს მდევარს, მადრიდის რეალის ტრიოს მთელი 31 ბურთით უსწრებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ვენსან კომპანის შეგირდებს სათამაშო აქვთ მინიმუმ 1 შეხვედრა ევროსარბიელზე, 3 თამაში გერმანიის ჩემპიონატში და 1-ც ქვეყნის თასზე, მათი შედეგი კიდევ უფრო გაიზრდება.
რაც შეეხება რეკორდს, ის ეკუთვნის ბარსელონას სამეულს - ლიონელ მესის, ლუის სუარესსა და ნეიმარ ჟუნიორს, 131 გოლი 2015/2016-ის სეზონში. როგორც ვხედავთ, ბაიერნის ფორვარდებს კატალონიელთა მიღწევის დასაჩრდილად კიდევ 32 ბურთის გატანა სჭირდებათ.









