4 იანვარს, ჩვენი დროით 23:45 საათზე, ლიგა 1-ის მე-17 ტურის ფარგლებში პარის სენ-ჟერმენი საკუთარ კედლებში თანაქალაქელ პარიზს მიიღებს. დერბის დასრულების შემდეგ, პსჟ-ს ქომაგებს ელით დაუვიწყარი სანახაობა: კლუბი საჩვენებლად გამოიტანს იმ 6 ტიტულს, რომელიც დედაქალაქელებმა 2025-ში მოიგეს.
საუბარია ჩემპიონთა ლიგის, ლიგა 1-ის, საფრანგეთის თასის, საფრანგეთის სუპერ თასის, უეფას სუპერ თასისა და საკონტინენტთაშორისო თასის ტიტულებზე. ერთადერთი ტურნირი, რომელიც "ლურჯ-წითლებმა" 2025-ში ვერ მოიგეს არის საკლუბო მუნდიალი: წაგება ფინალში ლონდონის ჩელსისთან.
აქვე დავამატებთ, რომ 8 იანვარს, ლუის ენრიკეს გუნდს შეეძლება კიდევ ერთი თასის აღმართვა - ქუვეითში გასამართ საფრანგეთის სუპერ თასზე მისი მეტოქე მარსელის ოლიმპიკი იქნება.









