ლა ლიგა 2-ის გასულ ტურში ლევანტე საკუთარ მოედანზე სარაგოსას დაუპირისპირდა და მარტივად, 5:2 დაამარცხა, რითიც სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ლევანტეს ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და გამორჩეული შედეგიც დააფიქსირა.
ქოჩორაშვილმა 12.20 კმ ირბინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. მიმდინარე სეზონში, თავისი გუნდის შემადგენლობაში ის დაფარული მანძილის სტატისტიკით საუკეთესოა, მთლიან ჩემპიონატში კი ერთ-ერთი გამორჩეული.
სწორედ ეს კომპონენტი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქოჩორაშვილი სპორტინგმა იყიდა. ლისაბონელები ნახევარდაცვის ხაზში მორბენალ და ჭკვიან ფეხბურთელს ეძებდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სპორტინგს ზაფხულში ოფიციალურად შეუერთდება.









