მილანის ყოფილმა მცველმა, ადილ რამიმ კრიშტიანუ რონალდუზე საინტერესო ისტორია მოყვა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, მას აქვს ლიონელ მესისა და პორტუგალიელი ფორვარდის უამრავი მაისური, ისე რომ ფორმების გაცვლაზე ფრანგ ყოფილ უკანახაზელს უარი არასდროს მიუღია.
"მესისა და რონალდუს იმდენი მაისური მაქვს, რომ მათი გაყიდვით ლოს-ანჯელესში სახლს ვიყიდი. ფორმის გაცვლა მითხოვია არაერთხელ და უარი არასდროს მიმიღია. კრიშტიანუსთან მესამედ რომ მივედი, მან ხუმრობით მკითხა: კიდევ გინდა მაისური? ძალიან ბევრი დაგიგროვდებოდა.
მახსოვს მატჩი, როდესაც რეალი დამარცხდა და პორტუგალიელი თავდამსხმელი ძალიან ცუდ ხასიათზე იყო. ცხადია, მასთან არ მივსულვარ და იცით რა გააკეთა მადრიდელთა გოლეადორმა? შემოვიდა გასახდელში, თვითონ დამიტოვა მაისური და წარმატება მისურვა. "









