საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელზე ემპოლის სპორტულმა დირექტორმა პიეტრო აკარდიმ ისაუბრა.
"გოგლიჩიძის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ 3 წლის წინ გაგვიჩნდა, როცა ლევან მჭედლიძემ დაგვირეკა და გვითხრა, რომ საინტერესო ახალგაზრდა იყო.
წელს, არაევროკავშირელისთვის ადგილი გათავისუფლდა და გოგლიჩიძე დავიმატეთ. გვიხარია, რომ ახლა ის ჩვენთან ერთადაა და განვითარების შესაძლებლობა უნდა მივცეთ", - განაცხადა აკარდიმ.
23 ტურის შემდეგ ემპოლის მხოლოდ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილს იკავებს.









