ედის ჰაუს გუნდმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო შვედი ფორვარდი, ალექსანდერ ისაკი იყო, რომელმაც შეხვედრაში ანგარიშის გახსნა მოახერხა. პირველ ტაიმში თავი ენტონი გორდონმაც გამოიჩინა და საკუთრი გუნდი შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.
რაც შეეხება მეორე ნახევარს, ტოტენჰემმა მეტოქეს ვერაფერი შესთავაზა და საკუთარ კარში კიდევ ორი ბურთი მიიღო. ისაკმა თავი დუბლით გამოიჩინა, მეოთხე გოლი კი ფაბიან შერმა გაიტანა.
ნიუკასლმა ამ გამარჯვების შემდეგ 50 ქულის მოგროვება მოახერხა.









