პრემიერ ლიგის მე-13 ტურის კიდევ ერთი მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც მაყურებელმა ვესტ ჰემისა და ლივერპულის დაპირისპირება იხილა. იმის მიუხედავად, რომ არნე სლოტის გუნდი ამ შეხვედრას ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა, მერსისაიდელებმა მაინც მოახერხეს და საკმაოდ უხერხული მეტოქე მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს.
ლივერპულიდან თავის გამოჩენა ალექსანდერ ისაკმა და კოდი გაკპომ მოახერხეს. ამ უკანასკნელმა გოლს საგოლე გადაცემაც დაუმატა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
არნე სლოტის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 21 ქულა მოაგროვა, რითაც მე-8 პოზიციაზე გადასვლა მოახერხა. რაც შეეხება ვესტ ჰემს, "ჩაქუჩები" 11 ქულით, მე-17 პოზიციაზე დარჩნენ.
ვესტ ჰემი 0-2 ლივერპული
გოლი: 0-1 ალექსანდერ ისაკი 60', 0-2 კოდი გაკპო 90+2'.









