გუარდიოლა: "ინტერი ბრწყინვალე გუნდია. ისინი შესანიშნავად თამაშობენ დაცვასა და კონტრშეტევაზე. ვეთამაშებოდით სერია ა-ს ჩემპიონს, რომელსაც ეს ტიტული შემთხვევით არ მოუგია. ახლა იმაზე უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე 2 წლის წინანდელ ფინალში. მილანური გუნდი ურთულესი მეტოქეა", - განაცხადა ესპანელმა ტაქტიკოსმა.
ინძაგი: "ჩემმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარეს. შეგვეძლო გოლის გატანა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ძალიან მინდოდა გამარჯვება, რადგან სიტი ჩემპიონთა ლიგაზე სახლში 2018 წლის შემდეგ არ აგებს. გვაქვს ურთულესი გრაფიკი, წინ მილანური დერბია, მაგრამ რას ვიზამთ, ადაპტირება გვიწევს", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.











