Football Talent Scout-ი ცნობილი საფეხბურთო გვერდია, რომელიც ფართო მასებისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელების გაცნობას ემსახურება. აღნიშნულმა გვერდმა ამჯერად ყურადღება მიაქცია ქართულ ფეხბურთს და 10 საუკეთესო ნიჭიერი მოთამაშე გამოარჩია. ცხადია, ამ ყველაფერს ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი მიქაუტაძის ხსენების გარეშე არ ჩაუვლია.
"ქართველი ფეხბურთელები ევროპულ ფეხბურთში იშვიათად ბრწყინავდნენ, თუმცა ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა. ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი მიქაუტაძის გამოჩენით, საფეხბურთო სამყარომ ამ პატარა ქვეყანას სხვა თვალით შეხედა. საქართველოს ჰყავს სხვა ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეებიც, გთავაზობთ 10-ეულს" - წერს გამოცემა.
10-ეული კი ასე გამოიყურება:
ირაკლი აზაროვი (21.02.2002) - შახტარი
გიორგი გოჩოლეიშვილი (14.02.2001) - შახტარი
საბა გოგლიჩიძე (25.06.2004) - ემპოლი
გიორგი კვერნაძე (07.02.2003) - ფროსინონე
ლუკა პარკაძე (06.04.2005) - ადმირა
ლუკა ლაცაბიძე (18.03.2004) - შახტარი
ალექსანდრე ფეიქრიშვილი (14.06.2006) - დინამო თბილისი
ვახტანგ სალია (30.08.2007) - დინამო თბილისი
საბა საზონოვი (01.02.2002) - ტორინო
გაბრიელ სიგუა (30.06.2005) - ბაზელი











