შეხვედრა სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიში დებიუტშივე, მე-10 წუთზე გახსნეს. მენდის პასით დიასმა ისარგებლა და სამეფო კლუბი დააწინაურა. 34-ე წუთზე, ისკომ ასისტი გაიფორმა და ჯონიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 54-ე წუთზე ესპანელმა საგოლე გადაცემას ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გოლიც მიამატა და ბეტისმა 2-1 მოიგო.
26 მატჩის შემდეგ, რეალს 54 ქულა აქვს და ბარსელონასთან ერთად პირველ ადგილს იყოფს, თუმცა, კატალონიელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. სამეფო კლუბი მომდენო ტურში რაიო ვალეკანოს უმასპინძლებს — შეხვედრა 9 მარტს, 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.









