ბოლოსწინა ტურში იბერია გაგრას დაუპირისპირდა და ქულა სჭირდებოდა, რათა ჩემპიონი ოფიციალურად გამხდარიყო.
მიუხედავად იმისა, რომ გაგრელებმა ანგარიში გახსნეს, იბერია სრულ უპირატესობას დაეუფლა და გიზი მამაგეიშვილისა და შეიკნე სილას გოლებით 1:2 მოიგო.
ამ გამარჯვებით კორღალიძის გუნდმა 74 ქულა დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იბერია საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეორედაა.









