წლევანდელ ზაფხულის ტესტებზე საქართველოს ნაკრებს 1 მოგება და 1 წაგება აქვს აქტივში — პირველ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ფიჯის ბათუმში უმასპინძლეს და 12:21 დამარცხდნენ, ხოლო მეორე მატჩში იაპონია გასვლაზე 25:23 დაამარცხეს. ავსტრალიის ანგარიშზე კი ორი მოგებაა, ორივე უელსის წინააღმდეგ.
საქართველოსა და ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში მესამედ დაუპირისპირდებიან. "ბორჯღალოსნები" და "ვოლაბები" პირველად 2019 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ, სადაც მეტოქემ 27:8 იმარჯვა, ხოლო მეორე დაპირისპირება 2023 წლის მსოფლიო თასზე შედგა და კვლავ ავსტრალიელთა გამარჯვებით, 35:15 დასრულდა.
ბორჯღალოსნების შემადგენლობა:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);
შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 6. ბექა გორგაძე (პო, კაპ.), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი);
მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 21. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

საქართველოსა და ავსტრალიის ეროვნული ნაკრებების რიგით მესამე დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით დილის 9 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.