2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში, კერძოდ თბილისში ჩატარდება — ინფორმაცია საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა დაადასტურა.
რამდენიმე წუთის წინ, თბილისის გრანდ სლემის გახსნის ცერემონიაზე მარიუს ვიზერმა განაცხადა, რომ ყველა დეტალი შეთანხებულია და 2029 წელს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის გრანდ სლემმა აიღო სტარტი, სადაც მონაწილეობას 51 ქვეყნის 386 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 20-22 მარტს გაიმართება და მედლები ტრადიციულად 14 წონით კატეგორიაში გათამაშდება.









