შეჯიბრში 50-ზე მეტი მოყვარული მონაწილეობდა. ტურნირი შერეულ წყვილთა თანრიგში A და B კატეგორიებში ჩატარდა.

საჩოგბურთო კლუბ ACE-ისა და სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებული შეჯიბრი, პირველი იყო საქართველოში და წლის ბოლომდე კიდევ ერთი ტურნირის ჩატარება იგეგმება.










