"ვფიქრობ, ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ. ხალხს შეუძლია მოსწონდეს მესი, მარადონა ან პელე და მე ამას პატივს ვცემ, მაგრამ მე ყველაზე სრულყოფილი ვარ. მე სწრაფი ვარ, ძლიერი, შემიძლია გოლების გატანა თავით, ორივე ფეხით... ჩემზე სრულყოფილი არავინ ყოფილა. ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ. მე ამის მჯერა.
ჩემზე უკეთესი ფეხბურთის ისტორიაში არავინ მინახავს და სიმართლეს გულიდან ვამბობ.
მესისთან ერთად სცენას 15 წელი ვიყოფდი. ყოველთვის კარგად მექცეოდა და ყოველთვის ვმეგობრობდით. ეს იყო ჯანსაღი მეტოქეობა, მე ყოველთვის მინდოდა მეთამაშა გოლების გასატანად და ასე იქცეოდა ისიც. ძალიან ლამაზი იყო ეს ყველაფერი.
მბაპე? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ვფიქრობ რეალ მადრიდის ფანებს წლების განმავლობაში გააბედნიერებს. ვინისიუსი? ის ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა. ბელინგემი? ის ზიდანს მახსენებს.
მე მწვრთნელად? ამაზე არ ვფიქრობ. ეს უფრო რთულია ვიდრე ფეხბურთელობა. კლუბის ფლობა უფრო აზრიანი და საინტერესოა ჩემთვის."









