ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ წყვილებში საქართველო ევროპის ჩემპიონია.
ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ევროპირველობაზე საქართველოდან ანასტასია მეტელკინკასა და ლუკა ბერულავას წყვილმა იასპარეზა და პირველობა არავის დაუთმო.
წყვილმა მოკლე პროგრამაში 75,96 ქულა, თავისუფალ პროგრამაში139,80 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში დაგროვებული 215,76 ქულით კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
მეორე ადგილზე 203.87 ქულით მინევრა ჰასე/ნიკიტა ვოლოდინის წყვილი გავიდა გერმანიიდან.მესამე საპრიზო ადგილი 202.56 ქულით უნგრეთს ერგო, მარია პავლოვა/ალექსეი სვიატჩენკო.
ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ამ გამარჯვებით, ევროპირველობის მედლების კომპლექტი შეავსო, 2024 წელს ვერცხლი, 2025 წელს კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ამჯერად კიკვარცხლბეკისუმაღლეს საფეხურზე ავიდნენ და საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუტანეს.
მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამაში ნიკა ეგაძემ პირველ ადგილი დაიკავა, 17 იანვარს კი ქართველი თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს.









