დღეს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 93:79 წააგო.
აღნიშნულ მატჩს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავდა და შეხვედრაც ქულა-ქუალში დაიწყო, პირველი მეოთხედის ბოლო წუთებზე ფინელები დაწინაურდნენ 28:15. მეორე მეოთხედში ფინელებმა უპირატესობა გაზარდეს - 57:37, მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა სხვაობა საგრძნობლად შეამცირა - 71:62. ბოლო მეოთხედი ქართველთა აქტიურობით დაიწყო - 73:67, გოგა ბითაძეს დისკვალიფიკაცია მისცეს და მოედანი დაატოვებინეს. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე თამაშს თორნიკე შენგელიაც გამოეთიშა. საბოლოოდ ფინეთმა 93:79 გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად გავიდა ევრობასკეტის ნახევარფინალში.
ღევანდელი შეხვედრა მე-200 მატჩი იყო გიორგი შერმადინისთვის.
საქართველოს ნაკრებში ყევლაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი იყო -22 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი, 19 ქულა დააგროვა დუდა სანაძემ, 18 ქულა კი თორნიკე შენგელიას ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მე-6 ევრობასკეტზე იასპარეზა და ისტორიაში პირველად შეძლო მეოთხედფინალში თამაში, თანაც სენსაციური გამარჯვებებით.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი სენსაციური გამარჯვებით დაიწყო, ესპანეთს 83:69 მოუგო. ხმაურიანი სტარტის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა იტალიასთან 78:62 და საბერძნეთთან 53:94 წააგო. კვიპროსს კი დიდი სხვაობით, 61:93 მოუგო. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ბოსნია და ჰერცეგოვინასთან 84:76 წააგო და სწორედ საბერძნეთის გამარჯვებაზე იყო დამოკიდებული საქართველოს შემდეგ ეტაპზე თამაში.
მას შემდეგ რაც საქართველოსთან წაგება ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს, ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე დასრულებად დაუჯდა, ქართველებმა მერვედფინალში ასპარეზობას ევრობასკეტისა და ოლიმპიური თამაშების მოქმედი ვიცეჩემპიონი საფრანგეთი გამოთიშეს - 70:80.
რიგაში ევრობასკეტის ნახევარფინალური მატჩები 12 სექტემბერს, ფინალი კი 14 სექტემბერს გაიმართება.









