სერია ა-ს 26-ე ტურის დასკვნითი მატჩი სტადიო არტემიო ფრანკიზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ოთხეულისთვის მებრძოლი გუნდები შეხვდნენ, ფიორენტინა და ლაციო.
პირველ ტაიმში უპირატესობა მთლიანად ვინჩენცო იტალიანოს გუნდის მხარეს იყო. ლაციოს კარი რამდენჯერმე სასწაულებრივად გადარჩა - 3 ძელი და პროვედელის სეივები, ეს იყო ტოტალური უიღბლობა. ტაიმის ბოლო წუთზე კი, დაუწერელი კანონი ამოქმედდა, "არ გაიტან, გაგიტატენ" - სტუმრებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. "არწივები" ლუის ალბერტომ დააწინაურა, ესპანელისთვის ეს ამ სეზონზე მეოთხე გატანილი გოლი იყო.
მეორე ტაიმი ისევ ფიორენტინას უპირატესობით დაიწყო და გუნდმა ნანატრი გოლიც გაიტანა. 61-ე წუთზე მაიკლ კაიოდემ წონასწორობა აღადგინა, 1:1. იტალიანოს გუნდი ამაზე არ გაჩერებულა. იმის მიუხედავად, რომ ნიკო გონსალესმა 68-ე წუთზე პენალტი გააფუჭა, აქედან ზუსტად 1 წუთში, "ვიოლა" მაინც წინ გავიდა, ამჯერად თავი ჯეკ ბონავენტურამ გამოიჩინა.
მატჩის ბოლომდე მასპინძელი გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა, ლაციოს კი არაფერი გამოსდიოდა. ფიორენტინამ ამ გამარჯვებით 41 ქულა მოაგროვა და მე-7 პოზიციაზე გადავიდა.
Serie A
იტალიანოს გუნდის დამსახურებული 3 ქულა









