"სკუადრა აძურას" ეპოქალური ფორვარდი ფეხბურთს თამაშობდა 1962-1976 წლებში და ამ დროის მანძილზე მან 439 შეხვედრაში 248 გოლის გატანა მოახერხა.
ლეგენდარულმა 11-იანმა საკლუბო კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა კალიარიში, რომელთან ერთადაც მან 1969-1970 წლების სეზონში სკუდეტოც კი მოიგო.
რაც შეეხება აპენინელის სანაკრებო მიღწევებს - ევროპის ჩემპიონობა (1968 წელი) და მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონობა (1970 წელი) "ლურჯების" რიგებში.
რივამ იტალიის ნაკრებში საერთო ჯამში გაიტანა 35 გოლი, რაც დღემდე რეკორდულ მაჩვენებლად რჩება. ჯიჯის უახლოესი მდევარი არის ჯუზეპე მეაცა, რომელიც მას ორი ბურთით ჩამორჩა.
იტალიელი თავდამსხმელი არაერთხელ ხდებოდა სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ამის გარდა, ორჯერ ის ოქროს ბურთზეც კი იქნა წარდგენილი.
1969 წელს ლუიჯიმ დაიკავა მეორე ადგილი, მასზე წინ თანამემამულე ჯანი რივერა აღმოჩნდა. ერთი წლის შემდეგ კი "სკუადრა აძურას" ფორვარდს გერდ მიულერმა და ბობი მურმა აჯობეს.









