იტალიის თასზე ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა სან სიროზე, სადაც მაყურებელმა მორიგი დერბი დელა მადონინა იხილა. 90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, თუმცა თუ რომელიმე მათგანი გამარჯვებას იმსახურებდა, ეს "როსონერი" იყო!
სერჟიუ კონსეისაუმ სიმონე ინძაგის კიდევ ერთხელ აჯობა — მილანმა ინტერს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და თასის ფინალში სრულია დამსახურებულად გავიდა.
"როსონერის" მეტოქე დღეს, ბოლონია-ემპოლის მატჩში გაირკვევა, თუმცა, თუ პირველი დაპირისპირების ანგარიშს გავითვალისწინებთ, ფინალში დიდი ალბათობით ვინჩენცო იტალიანოს გუნდს ვიხილავთ. შეგახსენებთ, ბოლონიამ პირველ მატჩში მეტოქეს 0-3 მოუგო.
ინტერი 0-3 მილანი
გოლები: 0-1 ლუკა იოვიჩი 36', 0-2 ლუკა იოვიჩი 49', 0-3 ტიჯანი რეინდერსი 85'.
მატჩის მიმოხილვა









