დღეს, გამარჯვების შემთხვევაში, "გველები" ლიდერ ნაპოლის ქულებით გაუსწრებდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ლიდერი 56 ქულით რჩება უცვლელი, მეაცას ბინადრები კი 54 ქულით მე-2 პოზიციაზე დარჩნენ.
Serie A
იტალიური დერბი იუვენტუსის მოგებით დასრულდა - ინტერი მე-2 ადგილზე დარჩა

სერია ა-ს 25-ე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ტურინის იუვენტუსმა საკუთარ კედლებში მილანის ინტერი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ფრანსიშკუ კონსეისაუმ გაიტანა. "ბებერმა ქალბატონმა" იტალიურ დერბიში მოგებით შეძლო ოთხეულში შესვლა, "ნერაძურიმ" კი პირველ პოზიციაზე აღზევების შანსი ხელიდან გაუშვა.








