"ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე იტალიას ეყოლება ხუთი გუნდი, შემთხვევითობა არ არის. ბოლო წლების განმავლობაში კალჩოში პროგრესი შეინიშნება. იყო დრო, როდესაც ჩვენი ჩემპიონატი საუკეთესოდ მიიჩნეოდა, მაგრამ შემდეგ, სხვა ლიგებმა გაგვისწრეს. ამის მიუხედავად, სერია ა კვლავ რჩება ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო პირველობად.
ცალკე გამოსარჩევია იტალიური სამწვრთნელო სკოლა. შეხედეთ ანჩელოტის, ისე შეგრძნებაა, თითქოს ის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეათასედ გავიდა. ბევრი კარგი სპეციალისტია ახალ თაობაშიც, რომელბმაც გადმოიღეს ძველი თაობის დამრიგებლების იდეები და თავიანთი ახალი შეურიეს", - განაცხადა "ჯალორისის" დამრიგებელმა.











