აღნიშნული წარმატების შემდეგ, სერია ა-ს გუნდებმა ევროპა ლიგა/უეფას თასი მოიგეს მეათედ.
3-3-ჯერ ეს ტიტული მოუგიათ ტურინის იუვენტუსსა (1977, 1990, 1993) და მილანის ინტერს (1991, 1994, 1998), 2-ჯერ პარმას (1995, 1999), ერთხელაც ნაპოლისა (1989) და ატალანტას (2024).
იტალიურ გუნდებზე წინ არიან მხოლოდ ლა ლიგის წარმომადგენლები, რომელთა ანგარიშზე საერთო ჯამში 14 ტიტულია.











